სოც. მედია
ვინ არიან ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ახალგაზრდები
2019-06-10 14:13:24
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში 7 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, მდინარეში გადავარდა.
გარდაცვლილები არიან 23 წლის ვაჟიკო ჟორჟოლიანი და 24 წლის ამო გვიდანი.
ორივე მათგანი მულახის თემში, სოფელ არცხელში ცხოვრობდა.
ვაჯიკოს ორსული მეუღლე დარჩა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები ბეჩოში ამო გვიდანის საცოლის სანახავად იყვნენ წასულები.
კომენტარები