1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გლდანში „ორი ნაბიჯი“ გაქურდეს, შემდეგ კი იქ ხანძარი გაჩნდა

გლდანში „ორი ნაბიჯის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, დამნაშავეებმა მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარეს.

გამთენისას კი „ორი ნაბიჯის“  ამავე ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ქურდობა ცეცხლის გაჩენას.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე - ქურდობის მუხლით და ასევე 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები