კრიმინალი
მამაკაცი, რომელსაც ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია
2019-05-07 16:52:48
მანქანის მძღოლი, რომელსაც # 46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია.
მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლი დაჭრა, ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს. დაკავებული შუა ხნის მამაკაცია.
დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
კომენტარები