მსოფლიო
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში, "ქართული ოცნების" შტაბის წინ - 28 წლის ახალგაზრდას სამი ტყვია ესროლეს
2019-04-18 21:51:14
სიხლიანი გარჩევა ზუგდიდში, "ქართული ოცნების" შტაბის წინ - რამდენიმე წუთის წინ , 28 წლის ბესიკ ლაგვილავას სამი ტყვია ესროლეს.
დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა
სავარაუდო ეჭვმიტანილი "ქართული ოცნების" აქტივისტი ბეჟან გვაზავაა, რომელსაც ზუგდიდის რაიონის სოფელი გრიგოლიშო ჰქონდა ჩაბარებული.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები
კომენტარები