მსოფლიო
“გული მწყდება, ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ”
2019-03-25 13:07:52
მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრანპრიზე ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი აიღო.
სალომე სოც. ქსელში სტატუს აქვეყნებს სადაც წერს:
“კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს- რატომ? #rustavi2 #tvimedi #1tv #tvpirveli – წერს სალომე ფაჟავა
კომენტარები