მსოფლიო
"ეს ის თანხაა, რომელიც ჩინელ ტურისტ გოგონას მესტიაში დარჩა... მთელი გზა ტიროდა თურმე" - მესტიელმა მასპინძელმა ჩინელ ტურისტს სასტუმროში დარჩენილი თანხა სრულად დაუბრუნა
2019-03-18 17:41:59
ეს ის თანხაა, რომელიც ჩინელ ტურისტ გოგონას მესტიაში დარჩა.
საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ გოგონასთან დაკავშირება მოახერხა და თანხის შესახებ აცნობა - ამის შესახებ ტელეკომპანია "გურია tv" წერს.
" მთელი გზა ტიროდა თურმე, მაშინ ხვალ დავბრუნდებიო, ტელეფონში მითხრა და ველოდები" - ამბობს მესტიელი ქალბატონი, რომელიც სვანეთში ასული ტურისტებისთვის, უკვე წლებია, ერთ - ერთი ყველაზე საყვარელი მასპინძელია.
კომენტარები