მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: "ვაშინგტონს არც სურს, რომ ამერიკის მოკავშირეები ევროპაში, რუსულ გაზზე გახდნენ დამოკიდებული"
2019-03-13 10:59:45
ვაშინგტონს არც სურს, რომ ამერიკის მოკავშირეები ევროპაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის შედეგად, რუსულ გაზზე გახდნენ დამოკიდებული, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
„ჩვენ თვითონ არ გვსურს დამოკიდებული ვიყოთ ვენერსუელადან ნავთობის მიწოდებაზე“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეომ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ბერლინი გადახედავს თავის პოზიციას და არ დაუშვებს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებას.
კომენტარები