2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ბებო თაკარა მზეში ეგდო... სახე ქვაფენილზე დარტყმული, უწყლოდ... სულ ფეხშიშველა. ახლა უარესი აფსურდი იწყება ..გვარი..“ - ემოციური ამბავი მოხუც ბებოზე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა სააკაძე ფეისბუქ გვერდზე  პოსტი გამოაქვეყნა ფოტოსთან ერთად, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 "აბსურდში ვცხოვრობთ! თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ ,და გაავრცელეთ ,იქნებ ასე მაინც გაიგონოს ვინმემ "ზევით"

მდგომარეობა რომელიც დამხვდა, იმის ამსახველი ფოტოს დადება ალბათ არ იქნება სწორი საქციელი .ვდებ მხოლოდ იმიტომ რომ რა ნეხვში ვცხოვრობ სხვანაირად ვერ მოვყვები.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall დღეს ეს ბებო შუაგულ მარჯანიშვილზე ,თაკარა მზეში დამხვდა ასე ოღონდ ამობრუნებულ მდგომარეობაში! დაისიცხა და დავარდა..უკვე ბუზები ეხვეოდა ..აქამდეც შემიმჩნევია და რამდენჯერმე დავრეკე სასწრაფოში ,ახლაც დავრეკე 112ში. იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო რომ მკითხეს ცოცხალია თუ არაო -არ ვიცითქო ,სახე ქვაფენილზე დარტყმული"უკანა ტანი საშინელ მდგომარეობაში,უწყლოდ ..

მოვიდა სასწრაფო და უი ადრეც ვიყავითო..ეს ცვლის ამ ადამიანს მდგომარეობას ? არა.. ვთხოვე გადაეყვანათ ადგილზე სადაც მოაწესრიგებენ ,ელემენტარული წყალს მაინც დაალევინებენ და საჭმელს აჭმევენ ..უი..

რეკავენ პატრულში უნდა მოვიდეს ეკიპაჟი და ..ერთი საათი თაკარა მზეში ველოდებით პატრულს ..დედის გეფიცებით ისეთ მზეში რომ ლამის მეც იქვე დავარდი ,ის კი არა რომ მოხუცი ადამიიანი შეიძლება ცუდათ გახდეს ..

ახლა უარესი აფსურდი იწყება ..გვარი ? 

აღასიანი ყოფილა ..უი სომეხი ? გამვლელის კომენტარი ..ჰოო ეგ სომეხია ..აა ეს ვიცი ლოთი იქნება .

ნუ მოკლედ ყველამ მხოლოდ ის გაიგო რომ სომეხი ..რამდენიმე ადამიანი კაი ხანი ვიბრძოდით რომ რაიმე შედეგი ან პასუხი მაინც მიგვეღო..პატრულმა გადარეკა გადმორეკა და ლილოში არსებულმა სახელმწიფო თავშესაფარმა უარი თქვა მიღებაზე ,რადგან ეს ბებო თურმე არ ყოფილა ქმედით უნარიანი და იქ არავინაა ვინც მიხედვას შეძლებს,ანუ დაბანს ..რატომ არ არის ასეთი პერსონალი ? ფული არ არის საკმარისი ბიუჯეტში ?.ნუ აქვე შეკითხვა მაქვს,ფოქსტროტს თუ ცეკვავ, სახლი გაიქვს და გილხინს სულ არ გჭირდება ხო თავშესაფარი? პატრულმა მადლობა გადამიხადა ,ბოდიში მომიხადა ,მაგრამ ვერ წავიყვანთო ,არ იცით სად ცხოვრობთო ? სად ვცხოვრობ ?! -ქვეყანაში სადაც ათასობით ლარი აქვთ პარლამენტში და პრემიებს იმატებენ ..ქვეყანაში სადაც "ელიტების" კონცერტებს მერია აფინასებს ათასობით ლარით ,ქვეყანაში სადაც ეკლესიების მშენებლობაზე იხარჯება მილიონები ..რას გვიშველის ეკლესიები როცა ვლპებით სულიერადაც ,და ხორციელადაც ,ქვეყანაში სადაც საპატრიარო ყიდის წიგნს 3000 ლარად ! რას ,ვის ხმარდება ეს ფული ? მოდი თითო მღვდელმა თითო ჯიპი გაყიდოს რა მაშინ ! თითო პარლამენტარმა თიითო პრემია მოიკლოს ..ვარჩენთ ჩვენი ფულით ,გუგულებს,ჩიროებს ,ენძელებს და კიდევ გვირჩევენ რა ვჭამოთ როგორ ვიკვებოთ და რამდენი..

მას შემდეგ რაც საბოლოო უარი მივიღე თავშესაფარში გადაყვანაზე, ნუ ჩამოვედით იმ მცირე თხოვნაზე როგორიცაა უბრალოდ გადასხმაზე რომ გადაიყვანოს სასწრაფომ .მაგალითად თქვენ, ან მე ქუჩაში გული რომ შეგვიწუხდეს ხომ წაგვიყვანენ ? აი ასეთ თხოვნაზე ჩამოვედი ..სასწრაფოს მანქანიდან გადმოვიდნენ ხელმეორედ და ისევ უკან ჩასხდნენ .. დარჩეჩილმა პატრულის თანამშრომელმა სასწრაფომ რაღაც შკალით გადაწყვიტა რომ ეს ბებო გადასაყვანი არ არისო ..მოკლედ აი ძალიან კარგად არის ..!! არ ექვემდებარება გადაყვანას -გონზეა! ეს იყო ბოლო პასუხი .ის რომ ადამიანი საათნახევარი გულდაღმა,თაკარა მზეში ,ძირს ეგდო და ბუზები ესეოდა არ ყოფილა საბაბი იმისა რომ სასწრაფოს გადასხმაზე მაინც წაეყვანა ,იმისთვის რომ ხვალ რომ დაჯდება იგივე ადგილას იმის ძალა მაინც ქონდეს რომ სკამიდან არ გადმოვარდეს !

თბილისის მერია / Tbilisi City Hall რავქნათ ? მოვკლათ ცოცხალი ადამიანები იმიტომ რო სახელმწიფოს არ აქვს რესურსი თავშესაფარში აიყვანოს პერსონალი რომელიც დაკავდება ასეთი ადამიანების ჰიგიენის დაცვით ? მოვკლათ ცოცხალი ადამიანები და ვარკვიოთ სომეხია და ბაგრატიონ მუხრანსკი ? რა ჯანდბა ხდება ? საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ ერთი ჯიპი სიკეთეს შეწირეთ ეს ოხერი .იესო სულ ფეხშიშველი დადიოდა ...!რატომ მიყვარს ეს ქვეყანა ,სადაც ერთმანეთი საერთოდ არ უყვართ ! მე თვითონაც არ ვიცი .. "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები