1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: "სააკაშვილმა მილიონამდე ადამიანი დააბრუნა საქართველოში. ივანიშვილმა, მილიონამდე ადამიანი გაუშვა საქართველოდან.."

„ყველგან მიშას საქართველოში დაბრუნების საკითხს განიხილავდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, თუ რა განსხვავებაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის... აი, რა განსხვავება - ჩემი აზრით“, - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს, სადაც მივედი (მარკეტი, სპორტ-დარბაზი, ბანკი), ყველგან მიშას საქართველოში დაბრუნების საკითხს განიხილავდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, თუ რა განსხვავებაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის... 
აი, რა განსხვავება - ჩემი აზრით.
 
1. სააკაშვილმა, 2003 წლის შემდეგ ააშენა ქართული სახელმწიფო - თითოეული ჩვენგანისთვის. ივანიშვილმა, 2012 წლის შემდეგ ააშენა დენდროლოგიური პარკი - თავისთვის. 

2. სააკაშვილი არის იდეალისტი. ივანიშვილი არის მატერიალისტი. 

3. სააკაშვილი ცდილობს ხალხი დაარწმუნოს. ივანიშვილი ცდილობს ხალხი იყიდოს. 

4. სააკაშვილი უსწრებს დროს (ლაზიკა-ანაკლია). ივანიშვილი ჩამორჩება დროს. 

5. სააკაშვილი არის პოლიტიკოსი. ივანიშვილი არის ოლიგარქი. 

6. სააკაშვილმა მილიონამდე ადამიანი დააბრუნა საქართველოში. ივანიშვილმა, მილიონამდე ადამიანი გაუშვა საქართველოდან. 

7. სააკაშვილისთვის, საქართველოს ეკონომიკური წარმატება ტექნოლოგიურ განვითარებაშია. ივანიშვილისთვის, საქართველოს ეკონომიკური მომავალი მარიხუანას პლანტაციების მოშენებაშია. 

8. 2003 წლის შემდეგ, სააკაშვილმა განაახლა: სიღნაღი, ბათუმი, ქუთაისი, ყვარელი, თელავი, მცხეთა, თბილისი, ზუგდიდი... დაიწყო გორის, ახალციხის, ქობულეთის, ამბროლაურის, მარტვილის, სხვა ქალაქების განვითარება... 

2012 წლის შემდეგ, ივანიშვილმა განაახლა: სოლოლაკის შუშის სასახლე, შეკვეთილის სასახლე, ბაკურიანის სასახლე, ჭორვილის სასახლე, დაიწყო საკუთარი სასტუმროების ქსელის (პანორამა-თბილისი, პარაგრაფი) განვითარება... 

9. სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული პროტესტის გზით. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ციხის დადგმული კადრებისა და ჩვილი ბავშვის მკვლელობის სპეკულაციის გზით. 

10. სააკაშვილის აზრით, საქართველო გეოპოლიტიკური ფაქტორი და გლობალური მოთამაშეა. ივანიშვილის აზრით, საქართველო უმნიშვნელო სახელმწიფოა.
ციფრი 10 პირობითია, თუ არა, მიშას და ბბ-ს შორის იმხელა უფსკრულია რომ 100 და მეტი განსხვავებაც შეგვიძლია დავინახოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები