1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა ბანკიდან.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები