1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს და სახლი გაუქურდეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძარცვა მოხდა.  მძარცველი მოხუცი ქალის სახლში შეიჭრა, ქალბატონი სკამზე წებოვანი ლენტით დააბა, შემდეგ კი სახლი გაქურდა. წინასწარი ინფორმაციით წაღებულია ოქროს სამკაულები.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქალს პირზეც ჰქონდა აკრული წებოვანი ლენტი, რომელიც მეზობლებმა ექიმების მისვლამდე მოხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის (ძარცვა) შესაბამისად. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები