კრიმინალი
იტალიაში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ წამებით მოკლა
2019-01-23 10:38:53
ნეაპოლში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, ქართველი ქალი მოკლა. 3-დღიანი ძებნის შემდეგ მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2"-ი ავრცელებს.
მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ პირველადი ინფომრაციით ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა – დაკარგულია თანხა და საბუთები.
იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.
„ქალი იყო ნაწამები და დაზიანებები ქონდა ტანზე და ხელებზე. ის ქალი მუშოაბდა 24 სათიან სამსახურში ერთ-ერთ ოჯახში და კვირა საღამოს, რომ არ დაბრუნდა ოჯახმა მოიკითხა. ნაპოლში არ ცხოვრობდა, ერთ-ერთთან მივიდა სტუმრად, ვისთვისაც მისი ნახატი უნდა მიეტანა. ვისთანაც სტუმრად იყო ისაა ეჭვმიტანილი.“- აცხადებს იტალიაშ მცხოვრები ნინო ლაფაჩიშვილი.
კომენტარები