კრიმინალი
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი ბრალდებული ქალბატონი არ იყო
2019-01-22 21:33:18
არსებული ინფორმაციით, ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მეზობლებმა განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი ბრალდებული ქალბატონი არ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, საერთო შვილი კი ახლახან შეეძინათ. მეზობლების ინფორმაციით, დედინაცვალი განსაკუთრებული სიმკაცრით სწორედ იმ 2 არასრულწლოვნის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც მამაკაცს პირველ ქორწინებაში ჰყავდა. თუმცა, მათივე თქმით, ბავშვებს მამაც ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად.
მეზობლების ინფორმაციით, ცემის შედეგად დაზიანებები აღენიშნება როგორც გარდაცვლილ 4 წლის გოგონას, ასევე მის 5 წლის ძმას, რომელიც იმავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს.
www.interpressnews.ge
კომენტარები