მსოფლიო
დავით კირკიტაძე ე.წ ტრაქტორების საქმეზე უდანაშაოლოდ ცნეს
2019-01-14 14:05:20
დავით კირკიტაძე ე.წ ტრაქტორების საქმეზე უდანაშაოლოდ ცნეს . სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
ცნობისთვის, საუბარია ე.წ ტრაქტორების საქმეში დავით კირკიტაძის მონაწილეობაზე. პროკურატურა მას გუბერნატორობის პერიოდში 2 ერთეული ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენებას ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.
აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კომენტარები