0 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

,,მე ირაკლი არავისთვის წამირთმევია..არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც ნანუკა ჟორჟლიანს მადარებენ“- კატიკა დიდა

ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილ ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ფე­ის­ბუ­ქის” მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­დუ­ას ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, კა­ტი­კას ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს ადა­რე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დი­დას ქარ­თვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი “ბევ­რად ჯო­ბია”.

ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­წე­რა, რომ კა­ტი­კა ყა­ზა­ხია.

“გა­მარ­ჯო­ბა, მე ყა­ზა­ხი არ ვარ. უკ­რა­ი­ნა­ში და­ვი­ბა­დე და უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ. ირაკ­ლიმ ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი მი­თარ­გმნა. ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვინც ჩვენ­ზე და­დე­ბი­თად წერს, თუმ­ცა გული დამ­წყდა, რომ ამ­დე­ნი ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნია… მე არ ვიც­ნობ­დი ქარ­თვე­ლებს, ირაკ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც მე გა­ვი­ცა­ნი.

მის მა­გა­ლით­ზე მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი კარ­გია… თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ასე არ არის. ხალ­ხო, რა გჭირთ? მე ის არა­ვის­თვის წა­მირ­თმე­ვია. ირაკ­ლი უნ­გრეთ­ში გა­ვი­ცა­ნი და ის აქ მარ­ტო იყო, ლტოლ­ვი­ლი. მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, შე­მიყ­ვარ­და. ის ასე­ვე მარ­ტო იყო, რო­დე­საც ნანა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­იც­ნო, 4 შვი­ლის მამა. მე­ცი­ნე­ბა და არ არის ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი, რო­დე­საც იმ ქალს [ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს] მა­და­რე­ბენ, ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მსურს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, გი­სურ­ვებთ მეტ სი­კე­თეს,” – წერს კა­ტი­კა დიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები