მსოფლიო
,,მე ირაკლი არავისთვის წამირთმევია..არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც ნანუკა ჟორჟლიანს მადარებენ“- კატიკა დიდა
2018-12-24 00:43:03
ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილ ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ფეისბუქის” მომხმარებლები კოდუას ღალატში ადანაშაულებენ, კატიკას ნანუკა ჟორჟოლიანს ადარებენ და აღნიშნავენ, რომ დიდას ქართველი ტელეწამყვანი “ბევრად ჯობია”.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ კატიკა ყაზახია.
“გამარჯობა, მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. ირაკლიმ ყველა კომენტარი მითარგმნა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენზე დადებითად წერს, თუმცა გული დამწყდა, რომ ამდენი ბოროტი ადამიანია… მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც მე გავიცანი.
მის მაგალითზე მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგია… თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წამირთმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო, ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემიყვარდა. ის ასევე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო, 4 შვილის მამა. მეცინება და არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს [ნანუკა ჟორჟოლიანს] მადარებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მადლობა ყველას, გისურვებთ მეტ სიკეთეს,” – წერს კატიკა დიდა.
კომენტარები