ასობით გამარჯვება უმძიმეს დიაგნოზებზე, მადლიერ პაც...
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
|
წელს, ისე, როგორც არასდროს, განსაკუთრებით მძიმე სეზონური ინფექციებია გავრცელებული და ეს ყველაზე მეტად ბავშვებს აყენებს ზიანს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი იმუნური სისტემა ზედმეტად ფაქიზია იმისთვის, რათა შეებრძოლოს სხვადასხვა ვირუსს.
დღითი დღე იმატებს მშობლების მიმართვიანობა პედიატრებთან და ჩივილები, რომლებიც სხვადასხვა სიმპტომატიკისაა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ერთი და იგივე ვირუსები სხვადასხვა სირთულით გადააქვთ, საბოლოო ჯამში კი აუცილებელია მისი აღმოჩენისთანავე გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა მოსალოდნელი გართულებები თავიდან იქნას აცილებული. რა ასაკის ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის მატარებლები, როგორია პირველი სიმპტომები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს - ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა შარია:
- როგორ შეიძლება გავრცელებული ვირუსებისგან დავიცვათ ბავშვები და რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?
- პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ პატარებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ვირუსის მატარებლები არიან, ვეცადოთ მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ასევე აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. თუ ბავშვი ვირუსითაა დაავადებული და ოჯახში კიდევ არიან პატარები, მაშინ აუცილებელია მათი იზოლირება, რათა გავრცელების საშიშროება შემცირდეს.
- რა ასაკის ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის მატარებლები?
- ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლასა და ბაღში ან ფართო საზოგადოებრივ წრესთან აქვთ შეხება, ისინი უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ, ამიტომ მაქსიმალური კონტროლია საჭირო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო მშობლებს, რომ არ მიიყვანონ ბავშვთა დაწესებულებებში ვირუსით დაავადებული ბავშვები.
- წელს რა სიმტომებით არის უფრო მეტად მომართვიანობა და რომელი ვირუსებია უფრო გავრცელებული?
- წელს განსაკუთრებით მძიმე ვირუსებია გავრცელებული. იწყება მინიმალური კატარალური სიმპტომატიკით და სრულდება ბრონქიტითა და ფილტვების ანთებით.
- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
- პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რათა მოსალოდნელი გართულება ავიცილოთ თავიდან. დაგვიანებული ვიზიტი კიდევ უფრო აჭიანურებს მკურნალობის პროცესს, ამ დროს ბავშვიც მეტად ზარალდება ფინანსურადაც უფრო მეტი ხარჯის გაღება გიწევთ, არასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას. ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს პედიატრიული კაბინეტი, სადაც შესაძლებელია შესაბამისი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღება.
- რას ურჩევდით მშობლებს?
- ახალშობილებში ძუძუთი კვება ყველაზე კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად, მოზრდილი ასაკის ბავშვების კვების რაციონი უნდა დაიტვირთოს დიდი რაოდენობის სითხით, ბოსტნეულითა და ხილით, აუცილებელია ხშირი განიავება და სეირნობა სუფთა ჰაერზე, თუმცა არა ხალხმრავალ ადგილებში. დაიცავით პატარები სეზონური ინფექციებისაგან!
კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი"
ტელ: 277 19 06; 277 19 07
მის: წინანდლის 9/20
შემოგვიერთდით ფეისბუქზე
https://www.facebook.com/hhealthhouse/
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
ჰემოროი 21-ე საუკუნის მტანჯველი პრობლემაა, ჩვენი ყოველდღიური კვება კი ამ პრობლემას შეიძლება ითქვას უფრო აჩქარებს. „ქავთასი“ ასე ქვია მცენარეულ სამკურნალო საშუალებასა და მალამოს, რომლის გა...
მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლე...
ეს ინფექცია კანის გზით არ გადადის. თუ ადამიანები ხელთათმანის გამოყენებით ცდილობენ, რომ თავისი კანი დაიცვან, კორონავირუსი კანის გზით ორგანიზმში არ შეიჭრება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაი...
ავსტრალიის ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაცხადა ანტი-პარაზიტული წამლის "ივერმექტინის" ეფექტურობის შესახებ სხვადასხვა სახის კორონავირუსის, მათ შორის COVID-19ის წინააღმდეგ ...
„ქავთასი“ ასე ჰქვია მცენარეთა ნაკრებს, რომელსაც ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე უკვე 17 წელია ამზადებს, მას ჩვენ დავუკავშირდით და გავესაუბრეთ ვკითხეთ სწორედ მიმდინარე აჟიოტაჟს როგორ შეაფასებდა და რას ...
ლელა გეჯაძე 2005 წლიდან მკურნალობს პაციენტებს, თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველა დღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მაგრამ პაციენტებთან მუშაობისას აღმოჩნდა, რომ მათ კომპლექს...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები