მსოფლიო
უკრაინის პატრიარქი : "მივმართავ ძმების მკვლელებს,დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“
2018-11-26 14:07:11
უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა რუსები, როგორც ძმების მკვლელები მოიხსენია და ამავე დროს, მოსახლეობისთვის მიმართვა გაავრცელა :
„უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე - მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ.
თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ?
მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“ - დასძინა მან.
კომენტარები