1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,არ ვარ კარგი დედა მე..."- ანა ლაშხელი-ონიანი

მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი 32 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ახალგაზრდა მწერლის ჩანახატებს, სტატუსებსა თუ მოთხრობებს ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელში. უცვლელად გთავაზობთ ერთ-ერთ სტატუსს:

"არ ვარ კარგი დედა მე...

ნუგო ეზოდან ძლივს ამოვიყვანე.ორი დაძახების მერე უკვე ვბრაზდები და მოვემზადე დასატუქსად...კარებში რომ შემოვიდა დავიწყე დედასავით...რას გიგავს ტანსაცმელი👹?
როგორ ბედავ ერთ დაძახებაზე რომ არ ამოდიხარ👹?
მანახე ხელები რას გიგავს👹?
მანახეთქო...
ხელებს ისევ უკან მალავს...
ბიჭო ხელები მანახეე...ვუმატებ ხმის ტონს.
დგას თავდახრილი.
უკანხელებდამალული.
სახზე ეტყობა რომ ეზოში ნაგორავე ნახტუნავებია და ცოტათი ვინი პუჰს გავს, გაბუსულს...
რადგან მისით არ შლის ხელებს შემოვუარე,ზურგს უკან დამალული ხელები ჩამოვაშვებინე და ხელში ეს გვირილა შემრჩა...
"ფესვებიანად წამოგიღე,ქოთანში რომ გადარგო და სულ ცოცხალი იყოსო, ხელებიც ამიტომ დამესვარაო"...
საქვეყნოდ ვუხდი ბოდიშს და მომავალში ჯერ დასვრილი თითუკების ამბავს ვიკითხავ.სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარს, ეს იცის ისედაც."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები