ასობით გამარჯვება უმძიმეს დიაგნოზებზე, მადლიერ პაც...
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
|
ქალებს ძალიან უყვართ საკუთარ თავზე ზრუნვა - ეს ერთგვარი თერაპიაცაა მათთვის, რადგან ლამაზი სამოსი, ტრენდული მაკიაჟი და ვარცხნილობა კარგი იმიჯის გარდა დადებითი განწყობის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, პროცენტულად არც თუ ისე დიდი ნაწილი აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას, რეპროდუქციულ ორგანოებს, რომლის კონტროლიც ყველა ჯანმრთელ ორგანიზმსაც წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება.
თუ რა ტიპის დაავადებები შეიძლება განვითარდეს ქალის ორგანიზმში, როგორ შეიძლება პრევენციულ ზომებს მივმართოთ და პრობლემების გადაჭრისთვის საუკეთესო გზა გამოვძებნოთ, ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ მთავარი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი ლიანა ქორიძე, რომელსაც 15 წლიანი სამედიცინო მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებთან ჰქონია შეხება:
- რა ასაკიდან უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს, რათა თავიდან აიცილოს სხვადასხვა ქალურიდაავადების ყველა გამომწვევი მიზეზი?
- პირველად გოგონამ 15-16 წლის ასაკში უნდა მიმართოს გინეკოლოგს ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. 30 წლამდე ქალბატონებისთვის, რომლებსაც არაფერი აწუხებთ და სქესობრივი ცოვრება დაწყებული აქვთ, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი და კლინიკო-გინეკოლოგიური კვლევების ჩატარება საკმარისია პროფილაქტიკური მიზნით. 30 წელს ზემოთ კი გამოკვლევების ჩატარება წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს.
- რა ტიპის დაავადებები არის გავრცელებული და ყველაზე ხშირად რომელი ჩივილებით გაკითხავენქალბატონები?
- პროფილაქტიკური გასინჯვა, კონსულტირება და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. უნაყოფობისა და მასთან ასოცირებული რეპროდუქციული პათოლოგიების მკურნალობის შედეგად მიღებული ორსულობის შემთხვევაში ანტენატალური მეთვალყურეობა.
- რა ტიპის მკურნალობა ტარდება ჯანმრთელობის სახლში და რა პრევენციული ზომების გატარებააშესაძლებელი, რათა ყველაზე გავრცელებული დაავადებები არ განვითარდეს?
- ჯანმრთელობის სახლში ხდება სვადასხვა დაავადებებისა და პათოლოგიების როგორც პრევენცია და მკურნალობა, ისე რეპროდუქციული პროგნოზი შემდეგი დიაგნოზის დროს:
1. უნაყოფობის ყველა ფორმა (ენდოკრინული, ანოვულაციასთან ასოცირებული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში პარტნიორის სიტუაციური მართვა);
2. რეპროდუქციული დანაკარგები - ორსულობის ჩვეული შეწყვეტა;
3. შარდსასქესო ინფექციები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები;
4. მენსტრუალური ციკლის ყველა სახის დარღევევა (გაიშვიათებული ან ხშირი ციკლი, პირველადი ან მეორადი ამენორეა ანუ მესტრუაციის არარსებობა), ოვულაციური დარღვევები, ლუთეინური უკმარისობა, დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან, შემცირებული (ჰიპომენორეა) ან ჭარბი რაოდენობის მენსტრუალური სისხლდანაკარგი, მტკივნეული მენსტრუაცია;
5. სისხლდენა საშვილოსნოდან;
6. ჰიპერანდროგენული მდგომარეობები, ანდროგენიზაცია და ასოცირებული ესთეტიკური პრობლემები (საკვერცხეების პოლიკისტოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი და სხვა), ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე, აკნე (ჰორმონალური გამონაყარი), კანის ცხიმიანობის მატება (სებორეული დერმატიტი), სიმსუქნე, კანის პიგმენტური ცვლილებები;
7. გინეკოლოგიური ენდოკრინოპათიები - ჰიპოტალამური სინდრომი, მეტაბოლური დარღვევები, ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი, ანდრენოგენიტალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი, რეზიზსტენტული საკვერცხეების სინდრომი, პოსტკასტრაციული სინდრომი, ჰიპოესტროგენული მდგომარეობები;
8. საშვილოსნოს ფიბროიდები;
9. საკვერცხეების სხვადასხვა გენეზის ცისტა;
10. გენიტალური ენდომეტრიოზი;
11. პრემენსტრუაციული სინდრომი;
12. სექსუალური დარღვევები;
13. პრე-მენოპაუზის მართვა;
14. ჰიპოესტროგენული მდგომარეობისას განვითარებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და სხვ.
- რა ტიპის კვლევები ტარდება „ჯანმრთელობის სახლში“, რათა მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრა გახდეს შესაძლებელი?
- საშვილოსნოს ყელის სრულფასოვანი კვლევისთვის საჭიროა ყელის ლორწოვანი ნაცხის ციტოლოგიური კვლევა, ანუ პაპ-ტესტი. ასევე ყელის მიკროსკოპული დათვალიერება - კოლპოსკოპია და მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის ტიპირების ტესტიც. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა, ხოლო გამოვლენილი პათოლოგიის სწორი მართვა და დროული მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში აგვაცილებს თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.
პროფილაქტიკა:
1. დისპლაზიების დროული დიაგნოსტიკა (პაპ-ტესტი, კოლპოსკოპია, HR-HPV დნმ - ტესტი);
2. ჰორმონულ-მეტაბოლური სტატუსის აღდგენა;
3. დისბიოცენოზის მკურნალობა;
4. ეთიოტროპული (ინფექციების) თერაპია;
- უკვე განვითარებული დაზიანებების დროული მკურნალობა.
- რამდენი ხანია, რაც მედიცინის სფეროში მოღვაწეობთ და ამ დროის განმავლობაში პაციენტთანდაკავშირებული რომელი უცნაური შემთხვევა გახსენდებათ?
- მედიცინის სფეროში 15 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, უცნაურის ვერ დავარქმევ, მაგრამ საინტერესო შემთხვევები ბევრი შემხვედრია. რაც ყველაზე მთავარია, პაციენტებს აქვთ ერთი მთავარი პრობლემა - გარკვეული პრობლემების დაწყებისას არ აკითხავენ ექიმს, სანამ ჩივილები უფრო პერმანენტულ სახეს არ მიიღებს. აუცილებელია, რომ ყველას ესმოდეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად დაწყებულ მკურნალობას, რათა უფრო დიდი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ.
შემოგვიერთდით ფეისბუქზე https://www.facebook.com/hhealthhouse/
ტელ: ( 995 32 ) 2 77 19 06; 2 77 19 07
მის: წინანდლის ქ. 9
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
ჰემოროი 21-ე საუკუნის მტანჯველი პრობლემაა, ჩვენი ყოველდღიური კვება კი ამ პრობლემას შეიძლება ითქვას უფრო აჩქარებს. „ქავთასი“ ასე ქვია მცენარეულ სამკურნალო საშუალებასა და მალამოს, რომლის გა...
მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლე...
ეს ინფექცია კანის გზით არ გადადის. თუ ადამიანები ხელთათმანის გამოყენებით ცდილობენ, რომ თავისი კანი დაიცვან, კორონავირუსი კანის გზით ორგანიზმში არ შეიჭრება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაი...
ავსტრალიის ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაცხადა ანტი-პარაზიტული წამლის "ივერმექტინის" ეფექტურობის შესახებ სხვადასხვა სახის კორონავირუსის, მათ შორის COVID-19ის წინააღმდეგ ...
„ქავთასი“ ასე ჰქვია მცენარეთა ნაკრებს, რომელსაც ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე უკვე 17 წელია ამზადებს, მას ჩვენ დავუკავშირდით და გავესაუბრეთ ვკითხეთ სწორედ მიმდინარე აჟიოტაჟს როგორ შეაფასებდა და რას ...
ლელა გეჯაძე 2005 წლიდან მკურნალობს პაციენტებს, თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველა დღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მაგრამ პაციენტებთან მუშაობისას აღმოჩნდა, რომ მათ კომპლექს...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები