მსოფლიო
"ვაფრთხილებ, ზღვარს ნუ გადადის" - ბესელია სარალიძეზე
2018-09-26 18:56:10
ეკა ბესელია ზაზა სარალიძის განცხადებას , რომელიც "ტვ პირეველის" ეთერში გააკეთა, "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს:
„უპასუხოდ ვერ დავტოვებ ტვ1-ში ზაზა სარალიძის დღეს გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებას. ეს ცდება არა მხოლოდ კანონის ფარგლებს, არამედ მორალურ ზღვარსაც. სწორედ მორალური ბოჭვის გამო სამართლებრივად არ მოვთხოვ პასუხს, მაგრამ უპასუხოდაც არ დავტოვებ. ამ სისაძაგლეს ხომ სხვებიც უსმენენ და ამიტომაც ვპასუხობ. შემიძლია გავიგო სხვისი განცდა და ტკივილი, ვუთანაგრძნო, მესმოდეს რას გრძნობს ამ ტკივილის დროს და ადამიანურად ვუთანაგრძნო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ შვილის ტკივილი იცი რა არის, სხვის შვილებს არ უნდა დაესხა თავს.
უკვე გასაგებია „ძველი დრო“ დღეს რატომ ინატრა ზაზა სარალიძემ (ანგარიშსწორებისთვის), მაგრამ იმ ძველ დროში რომ არ დარჩენილიყო ჩვენი ქვეყანა, ამას ვეწირებოდით ჩვენც და ჩვენი ოჯახებიც. ჩემს შვილს რომ ახსენებს სარალიძე, კითხოს მის პოლიტიკურ მეგობრებს, დღეს რომ ახლოს ჰყავს, რისთვის დააპატიმრეს ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და ძმა 2009 წელს? არ ახსოვს? შევახსენებ, ჩემთან ანგარიშსწორებისთვის და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების გამო. და იცის რომელი მუხლით? იმ მუხლით, თავად რომ ბევრჯერ დაარღვია უკვე, (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მაშინ, როდესაც ამ ორი უდანაშაულო ადამიანის საქმე სასამართლოში იხილებოდა და პირველად სასამართლოს ისტორიაში, სკოლის მოსწავლეს, არასრულწლოვანს ამ მუხლით, რომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სად იყო ზაზა სარალიძე? აქციები რომ იმართებოდა უმარავი უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად, მაშინ სად იდგა, ნეტა? რაც შეეხება პროკურორ ფხაკაძეს, არასოდეს დავიცავ პროკურორ ფხაკაძეს! არასოდეს! მის დაკითხვაზე არ ვიყავი, რადგან საქართველოში არ ვიყავი.
დიახ, ის იყო ერთ-ერთი პროკურორი ჩემი ოჯახის პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე და იმ სასამართლომ და შემდეგმა ყველა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ჩემს უდანაშაულო შვილს და ძმას. პოლიტიკური სასჯელი დაადეს ჩემს გამო. არ დათანხმდნენ საპროცესო შეთანხმებას და არ დაიბრალეს ის, რაც არ ჩაუდენიათ. ჩემი უდანაშაულო ძმა ერთი წელი უმძიმეს პირობებში ყავდათ ციხეში და ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი ორი წელი დევნაში და ტერორში. მათი გათავისუფლება მოხდა საერთაშორისო ზეწოლით ორი წლის მერე. ერთი დოკუმენტი დადოს ვინმემ საწინააღმდეგო! განაჩენი ამოიღოს სარალიძემ, ყველგან დევს ეს ინფორმაცია და ჩაიხედოს. წაიკითხოს და მერე ინატროს ძველი დრო. ეს საქმე ყველამ იცის ვინც მაშინ მიშას მზეს არ იფიცებდა! ვაფრთხილებ, ზღვარს ნუ გადადის. ყველაფერს აქვს საზღვარი“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
კომენტარები