„ჩიტი თავისუფალია“ - ილონ მასკმა „ტვიტერი“ 44 მილი...
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
|
„მობილური ფოტოგრაფია“ - ახალი მიმართულება ფოტოგრაფიაში, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. მოთხოვნის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს ტექნოლოგიურად დახვეწილი სმარტფონები, რომელთა მწარმოებლები მომხმარებლებს განახლებული და იდეალამდე მიყვანილი მოდელებით ანებივრებენ. გაძლიერიებული პროცესორი, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება, დახვეწილი კამერა, ეკრანის გაზრდილი რეზოლუცია, ელემენტის გაზრდილი რესურსი და ა.შ. მოწყობილობის ღირებულების გარდა, სწორედ აღნიშნული მონაცემები ხდება მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის მთავარი მამოძრავებელი.
ყოველი ახალი სმარტფონის გამოსვლისას, მომხმარებლების სურვილია მიიღონ გაუმჯობესებული ფოტოგრაფიული ტექნოლოგია. HUAWEI P20 Pro-ს არის მსოფლიოში პირველი სამი კამერის მქონე სმარტფონი. ამ სიახლით კომპანიამ მომხმარებლებს მობილური კამერის ტექნოლოგიის ახალი თაობა წარუდგინა.
HUAWEI-მ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით გვანებივრებს. HUAWEI P20 Pro, რომ საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად ეს მსოფლიომაც აღიარა. ის ერთადერთი სმარტფონია, რომელსაც 3 ძირითადი კამერა აქვს, კერძოდ სმარტფონი აღჭურვილია 3 - 40MP-იანი, 20MP-იანი და 8MP-იანი კამერით. გარდა ამისა, HUAWEI ეხმარება მომხმარებელს გადაიღოს პროფესიონალური და უმაღლესი ხარისხის ფოტოები ცუდ განათებაშიც კი.
HUAWEI P20 Pro ამ წლის დასაწყისში გამოვიდა, მას აქვს Leica-ს სამმაგი კამერა, რომლის დამსახურებითაც DxOMark-სგან 109 ქულა მიიღო - ეს არის უმაღლესი შედეგი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე უამრავი ახალი სმარტფონები გამოდის, HUAWEI P20 Pro რჩება პირველ პოზიციაზე და ის მსოფლიოს მიერ აღიარებულია როგორც საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონი ბაზარზე.
და მაინც, როგორ მუშაობს სამმაგი კამერა?
თითოეულ კამერასა და ლინზას საკუთარი ფუნქციები და თვისებები გააჩნია. 40MP-იანი RGB კამერა, რომელსაც 1/1.7’’-იანი სენსორი აქვს, 27მმ-იანი ხედვის არეალი და f/1.8-იანი დიაფრაგმა, მიმართულია ფერების აღქმისკენ. 20MP-იანი მონოქრომული კამერა 1/2.78″-იანი სენსორით, f/1.6-იანი დიაფრაგმითა და 27მმ-იანი ხედვის არეალით იღებს შავ-თეთრ სცენებს და მეტი დეტალის შესაქმნელად ეხმარება მოწყობილობას სინათლის რაოდენობისა და სიმკვეთრის რეგულაციაში. ინდუსტრიის წამყვან, 8MP-იან ტელეფოტო კამერას (VARIO-SUMMILUX-H 1:1.6-2.4/27-80ASPH) აქვს 1/4.4″-იანი სენსორი, f/2.4-იანი დიაფრაგმა და 80მმ-ის ექვივალენტი ფოკალური სიგრძე 3x-იანი ოპტიკური ზუმით.
HUAWEI -ს 40MP-იანი კამერის უპირატესობა
HUAWEI P20 Pro-ს აქვს 1/1.7-ინჩიანი სენსორი 40MP რეზოლუციით, თუმცა კამერა პირდაპირ 40MP-იან გამოსახულებას არ ქმნის. მის ნაცვლად იყენებს „Pixel Binning“ ტექნოლოგიას, რათა 4 პიქსელის შერწყმით მიიღოს 1, შედეგად 10 მეგაპიქსელიანი გამოსახულება. სინათლის დასამატებლად გამოიყენება მონოქრომული კამერა, ეს არა მხოლოდ სიმკვეთრეს ზრდის, არამედ მეტ დეტალიზაციას სძენს გამოსახულებას. HUAWEI P20 Pro-ს ყველა ეს მახასიათებელი ზრდის დინამიკური დიაპაზონს და ISO მგრძნობელობას, რაც საბოლოოდ ფოტოს რეზოლუციას ზრდის.
დიდი სენსორი, რომელიც ადგენს სტანდარტს ISO მგრძნობელობისთვის
HUAWEI P20 Pro-ს დაემატა 1/1.7-ინჩიანი CMOS სენსორი, რომელიც უდიდესია ბაზარზე და კომპაქტური ციფრული კამერის ექვივალენტია. სენსორი iPhone X-ის 1/2.9-ინჩიან და S9-ს 1/2.55-ინჩიან სენსორზე დიდია. შედარებისთვის, საბოლოო პიქსელის ზომა HUAWEI P20 Pro-ს შემთხვევაში 2μm-ია, iPhone X-ის 1.22μm, ხოლო Samsung S9-ის 1.4μm.თავისთავად დიდი CMOS სენსორის ინტეგრირება სმარტფონის წვრილ დიზაინში დიდ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა საშუალებას იძლევა, გადავიღოთ უკეთესი ხარისხის ფოტოები, გამოვკვეთოთ უფრო მეტი დეტალი და არც განათების ნაკლებობა წარმოადგენს ამ შემთხვევაში წინაღობას ნათელი და შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად.
რა ქმნის სწრაფ და ზუსტ 4 ერთში ზუმს შესაძლებელს?
HUAWEI P20 Pro-ს აქვს 3x ოპტიკური ზუმი, 5x ჰიბრიდული ზუმი და 10x ციფრული ზუმი. როგორც ირკვევა 5x ჰიბრიდული ზუმის გამოყენებით HUAWEI P20 Pro-ს შეუძლია აღბეჭდოს გასაოცარი ფერები და დეტალები ფოტოზე.
ყველაფრის გათვალისწინებით, HUAWEI P20 Pro საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ დაინახონ და აღბეჭდონ სამყარო ახალი, უფრო ინოვაციური გზით და აწესებს ახალ სტანდარტს სმარტფონების ფოტოგრაფიაში. სწორედ ეს არის ის უახლესი ტექნოლოგია, რაც HUAWEI P20 Pro-ს სამმაგი კამერის მიღმა იმალება და რომელიც ქართველ მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsun...
Teslas da SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში ენების ...
კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვა...
სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით მამაცაშვილი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა. ის პირველი ქართველია, ვისთანაც ჩიპის იმპლანტაცია განხორციელდა. "სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ გუ...
HUAWEI-ს ხსენებისას ყველას ფაქტობრივად ერთნაირი ასოციაცია უჩნდება - მაღალი ხარისხის სმარტფონები ნებისმიერი ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის. ამასთან ერთად, კომპანია მუდმივად აუმჯობესებს ისეთ პარამეტრე...
თუ თქვენი სმარტფონის გამოყენებისას გაქვთ დისკომფორტი და ხვდებით, რომ გაკლიათ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც გაგიადვილებდათ მუშაოების პროცესს; ან თუნდაც ტელეფონიდან ფოტოებისა და ფაილების გადატანა...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები