1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“არ იციან გონზე როდის მოვლენ გულყრებით განადგურებული მათი შვილები… ჰკითხეთ სასწრაფოს, ემერჯენსის ექიმებს, რეანიმატოლოგებს”…

ექიმი რეანიმატოლოგი, ხათუნა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალგაზრდებში ნარკოტიკების მიღების საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს.

"ადამიანებო, თქვენი გული არ იკუმშება შიშით, როდესაც ტელეფონი რეკავს, ფორსმაჟორი, ნარკო კომა შემოდისო, ფიქრობ მოასწრებ თუ არა...

თქვენ არ დასდევთ საავადმყოფოს დერეფნებში ჰალუცინაციებით გაგიჟებულ გოგო, ბიჭებს, სისხლიანი ხელები და ამოგლეჯილი გულები რომ ელანდებათ და ვერაფრით აწყნარებ, არც ტაბლეტების მუჭებით ჩამყრელი ახალგაზრდების ატირებული დედები და მამები გინახავთ დაინტუბირებული, აპარატიანი შვილების საწოლებთან..

არ იციან გონზე როდის მოვა გულყრებით განადგურებული მათი შვილები.. ან მოვა კი საერთოდ?.. ჰკითხეთ სასწრაფოს ,ემერჯენსის ექიმებს, რეანიმატოლოგებს, ამოიღეთ სტატისტიკა, თუნდაც ბოლო რამდენიმე თვის..

წლების წინ თვეები გადიოდა, ნარკანი ვადაგასული ხდებოდა, ამიტომ ვცვლიდით.. ახლა დღე არ გავა და, არა ერთი, ბევრჯერ რამდენიმე შემთხვევა დღეში.. და,ე ს როგორც გვეუბნებიან, მხოლოდ დასაწყისია..

დაფიქრდით,შეჩერდით,ვისაც ეს ეხება და ხელეწიფება,დარჩით ადამიანებად!!!"-წერს ხათუნა მარგველაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები