მსოფლიო
COCA-COLA სასმელში კანაფის გამოყენებას გეგმავს
2018-09-18 12:42:55
ჩამოტვირთვა
კომპანია კოკა-კოლამ, შესაძლოა, კანაფის სასმელის ბიზნესი წამოიწყოს, რისთვისაც მოლაპარაკებები კანადურ კომპანია Aurora Cannabis Inc-თან მიმდინარეობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, Coca-Cola გეგმავს ინგრედიენტად გამოიყენოს სამედიცინო დანიშნულების მარიხუანა, რომელიც ტკივილის შეგრძნებებს შეამცირებს.
კოკა-კოლა-ს ინფორმაციით ორივე მხარე დაინტერესებულია, თუმცა ჯერჯერობით კონკურეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
კანადა რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ოფიციალურად 17 ოქტომბერს მიიღებს.
კომენტარები