EQC - მერსედესის პირველი სვლა ელექტრომობილების ბაზარზე
2018-09-05 15:33:12
Mercedes-Benz-ი ელექტრომობილების სეგმენტში პირველ ნაბიჯს დგამს - EQC კი, მის მიერ წარმოებული პირველი ელექტრომობილია. ახალი პროდუქტის პრეზენტაცია სტოკჰოლმში გაიმართა. EQC კონკურენციას გაუწევს Tesla-ს და ელექტრომობილების სეგმენტის სხვა ლიდერებსაც.
ახალი მერსედესი ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გაივლის.
Mercedes-ის მფლობელი კომპანია "დაიმლერის" ხელმძღვანელის, დიტერ ზეტშეს განცხადებით, EQC იქნება დამოუკიდებლად მდგომი „მერსედესის“ გამაში ისევე, როგორც AMG და Maybach-ი. მისივე თქმით, კომპანია უახლოეს წლებში აპირებს ათეულობით სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილის წარმოებას და უკვე 2025 წლისთვის ფიქრობს, რომ კომპანიის გაყიდვების 20-25% სწორედ ელექტრომობილებზე მოვა.
ახალი პროდუქტის შემუშავებაზე 10 მილიარდზე მეტი დაიხარჯა და ის ოფიციალურად გაყიდვაში 2019 წლიდან შემოვა.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები