მსოფლიო
პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ირაკლი შოთაძეს, გიორგი გახარიას და თეა წულუკიანს მოუსმენს
2018-08-03 11:07:30
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს, ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. კომისიის სხდომა 11:00 საათისთვის არის დანიშნული.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოსაკითხ პირთა მოსმენას მიმდინარე კვირას დაასრულებს. ამის შემდეგ კომისია დასკვნის მომზადებაზე დაიწყებს მუშაობას.
კომენტარები