1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ორწელიწადნახევარი უმალავდნენ რომ ქვეყანაში სიღარიბეა. აი ეხლაღა შეიტყო და შოკიდან რომ გამოვა, დაიწყებს ბოლობოლო იმ ფულის დარიგებას"

ბლოგერი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონი ბიძინის ჰაილაითები:

1. ორწელიწადნახევარი უმალავდნენ რომ ქვეყანაში სიღარიბეა. აი ეხლაღა შეიტყო და შოკიდან რომ გამოვა, დაიწყებს ბოლობოლო იმ ფულის დარიგებას.

2. კვირიკა ზუსტად მარგველასავით შესძაგდა, არც მეტი, არც ნაკლები.

3. შესადარი, შესატყვისი, შესაბრდღლისი ისევ აქვს ლექსიკონში.

4. სამი ახალი სიტყვაც უსწავლია - სტარტაპები, ინოვაციური და მოწყვლადი.

5. ქოცებს უნიათოებს კი გვეძახით, მაგრამ (!) მართლაცდა უნიათოები ვართო.

6. ნებისმიერ ჩინოვნიკს შეგვიძლია ჩავხადოთ და დავათვალიეროთ, რომ დავრწმუნდეთ სუფთა აქვს. ეს არის დემოკრატია. უკაცრავად ესეთი იმისთვის.

7. ადრე იმიტომ ვიყავით ღარიბები, რომ ემბარგო გამოვუცხადეთ რუსეთს. ჩვენ. რუსეთს.

8. არაფორმალური მმართველი არ ვარ, რა სისულელეაო, უბრალოდ ვაკონტროლებ მთავრობასო. სხვადასხვა რამეაო. ეეო.

9. ბერას რომ ვლანძღავთ სწყინს.

10. ხალხზეც ცოტა ნაწყენია, ხეების თრევაში თურმე ბევრს ფულს ართმევენ, აქაოდა მაგას აქვსო.

11. ცოტა ხანში ხეების მთრეველ მილიონორასიათასიან მანქანას აჩუქებს სახელმწიფოს.

12. მთაწმინდაზე გოლფის თამაშს შევძლებთ მალე. საოცრებაა. ნუთუ არ გიხარიათ?

13. მესამე ბანკის გაჩენა დააანონსა, ლიბერთი ვიყიდეო და ეხლა დავცხებ იმ ორსო. აბა ჰე აბა ჰოო.

14. რამე თუ არ მოგწონთ კომისია შექმენით და ვიმსჯელოთო.

15. საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ მოვიფიქრეთ და ამიტომ უაბშემც არავის არ დავასახელებთო.

და ბოლოს ჩემი ფავორიტი უმწვავესი კითხვები მაკა ცინცაძისგან - "ოპოჟიშია ყველაფერში ჩუდშ რო ხედავშ ამაჟე რაშ იტყვით?" და "აი, მართლაჩ შად მიგაქვთ ხეებიი?" უახლობლურესი ღიმილითურთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები