სოც. მედია
მიხეილ სააკაშვილი რძალთან ერთად - ვინ არის ედუარდ სააკაშვილის რჩეული?
2018-07-02 16:07:25
მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდი დაქორწინდა. ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზდენტმა თავად ისაუბრა
"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუდენტურ ცხოვრებას... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი", - აღნიშნა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
როგორც ირკვევა, სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა - მადინა მელა.
"კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს, ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - აღნიშნა მიხეილ საკააშვილმა.
კომენტარები