მსოფლიო
,,დემნა გვასალიამ, სოხუმელმა (არ ვიცოდი აქამდე, ჩემდა სამარცხვინოდ), პარიზში ახალი კოლექცია წარადგინა - "სოხუმი"
2018-07-02 00:33:07
ცნობილმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, პარიზშიVETEMENS SS 2019-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც მთლიანად ქართული თემატიკითაა შექმნილი.
მაისურები ქართული წარწერებით, საქართველოს დროშა, “ბოლო ზარის” პერანგები, ომის თემა და სოხუმი – ამ თემატიკით შექმნილი სამოსი ჩააცვა დემნამ დღეს ქართველ და უცხოელ მოდელებს.
აღნიშნულ ფაქტს ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
"დემნა გვასალიამ, სოხუმელმა (არ ვიცოდი აქამდე, ჩემდა სამარცხვინოდ), პარიზში ახალი კოლექცია წარადგინა - "სოხუმი"- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
დემნა გვასალია ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი.
კომენტარები