კრიმინალი
მოკლული 4 წლის ბავშვი პოლიციასთან დატოვეს
2018-06-14 15:28:36
ბათუმში მოკლული ბავშვი პოლიციასთან დატოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მიდია კახიძის ინფორმაციით, სწორედ პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
"სასწრაფოში დაზარალებულების მხრიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციამ მე-7 განყოფილებაში გამოიძახა, სადაც დაღუპული ბავშვი სავარაუდოდ ოჯახმა მიიყვანა. მედიკოსებმა სიკვდილი დააფიქსირეს" - ამბობს კახიძე მაუწყებელთან. მისი ინფორმაციით, ბავშვს გარეგნულად დაზიანებები არ დაფიქსირებულა, რამ გამოიწვია გარდაცვალება ექსპერტიზა დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები