კრიმინალი
სავარაუდოდ, ნოემბერში გარდაცვლილი ქალი საკუთარ სახლში ახლა იპოვეს
2018-06-06 14:21:46
ჩამოტვირთვა
ბორჯომში, ლტოლვილთა დასახლებაში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის წევრის განცხადებით, თურქეთში აპირებდა წასვლას და ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ.
მეზობლებმა 112-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც უსიამოვნო სუნი იგრძნეს.
მათივე ინფორმაციით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
https://1tv.ge/
კომენტარები