2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მკვლელობა წერეთლზე - ,,პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, მისი ყოფილი ქმარი კი მოკლა“

მკვლელობა წერეთლის გამზირზე - არსებული ინფორმაციით, მოქმედმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, მისი ყოფილი ქმარი კი მოკლა.

ოფიციალური ინფორმაციით, ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრებ მარტოხელა ქალს ესროლა და დაჭრა, შემდეგ კი მის ყოფილი მეუღლე მოკლა.

შემთხვევას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ბინის მეპატრონეც ესწრებოდნენ. პოლიცია წერეთლის 110 ნომერში, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოიძახეს.

ბინის მეპატრონის მიერ ინფორმაციით, პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა, ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა, 34 წლის ელენა ბლაგოდარნაიას იმ დროს ესროლა, როდესაც ის 3 წლის შვილს საფენს უცვლიდა. შემდეგ მის ყოფილ ქმარს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ელენა ბლაგოდარნაიას 2 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალი რთული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში წევს.

ელენე ბლაგოდარნაია ალექსანდრე ჯინჭველაშვილსგან დაცვას მისივე კოლეგებს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა.

ქალმა პოლიციას რამდენიმე თვის წინაც მიმართა, რის შემდეგაც პოლიციელს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

„კურიერის“ კითხვაზე, რატომ ვერ მოხდა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება, გამოძიება პასუხობს, ორდერი ვადაგასული იყო. გენერალური ინსპექცია კი იძიებს, რამდენად ეფექტური იყო გამოძიება მაშინ, როდესაც ელენა ბლაგოდარნაიამ მათ დაცვის თხოვნით მიმართა.

გამოძიება ოჯახური ძალადობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს. დანაშაული 25 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წერეთლზე, პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, მისი ყოფილი ქმარი კი მოკლა

http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები