მსოფლიო
ქართული ფლეშმობი – დაუწერე haha აფხაზ მინისტრს
2018-05-29 21:35:47
ქართულენოვანი ფეისბუკის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს ორიგინალური ფორმით გამოხატონ რეაქცია სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.
ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ფეისბუკ-გვერდზე შესვლას და მის პოსტზე haha-ემოციის გამოხატვას. ამ მოწოდებებმა ერთგვარი ფლეშმობის სახე მიიღო.
29 მაისს სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, თბილისმა განაცხადა, რომ წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.
კომენტარები