მთავარი თემა
ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები სასტიკად აწამებენ ხელშეკრულ პატიმარს - +21 სუსტი გულის და ნერვების მქონე ადამიანებმა არ უყუროთ
2018-05-29 15:43:54
მე-12 არხი ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლების მიერ პატიმარზე ზეწოლას ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით მოქმედება ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში ხდება, სადაც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარს დნმ-ს ნიმუშის ჩაბარებას, ძალის გამოყენებით აიძულებენ.
კადრში 6 სამართალდამცველი ჩანს, მეშვიდე კი პროცესს კამერით იღებს. პატიმარი ყვირის და დახმარებას ითხოვს.
გავრცელებულ ვიდემასალასთან დაკავშირებით განმარტება უკვე გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კომენტარები