მსოფლიო
"ლიბერთი" ბანკის ფილიალს თავს იარაღით დაესხნენ
2018-05-29 13:21:26
ჩამოტვირთვა
თბილისში, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.
ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თავდამსხმელი ბანკიდან ფულის გატაცებას ცდილობდა, თუმცა სამართლდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, მათ ორი გასროლის ხმა გაიგონეს.
„როგორც ამბობენ იარაღი ჰქონდა და პარკში ფულიო. დააკავეს ეზოში“ -ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე მოხდა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. შს სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე "ლიბერთი ბანკის" აღნიშნული ფილიალი ყაჩაღური თავდასხმის ადგილი რამდენჯერმე გახდა.
კომენტარები