მსოფლიო
„პიდარასტებს საქართველოში არ გავაგულავებთ" - რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია
2018-05-17 18:19:38
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. 10-მდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და "ქართული მარშის" წევრი, რამაზ გაგნიძე.
„პიდარასტებს საქართველოში არ გავაგულავებთ, რაც არ უნდა მოხდეს, ყველა დაგვიჭირეთ,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. კონტრაქცია საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, დროდადრო აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს და სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაჰყავს.
მამა ელიზბარის თქმით, ამაღლების დღესასწაულზე ლგბტ თემის მხარდამჭერებს აქციის გამართვის უფლებას არ მისცემენ.
19:00 საათისთვის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს.
„ეს ქუჩა 12 საათამდე ეკუთვნის ეკლესიას, ქრისტიანულ დღესასწაულს. ვინც ჩამოვა, აქ საპასუხო პასუხს მიიღებს. ნუ იჭერთ ნურავის. პარლამენტთან ვინც მოვა, ისინი დაიჭირეთ... ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს, დღეს არის მართლმადიდებლების ზეიმი, 12 საათამდე ვერავინ ვერაფერს ჩაატარებს, 12 საათის შემდეგ რაც უნდათ, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ...
ის არასამთავრობოები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანებს, პროვოკაციაში ჩაერთონ, ესენი უნდა დაისაჯონ.
აქ თუ ვინმე მართლმადიდებელს დაიჭერენ, პასუხს აგებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანები და არასამთავრობოები, რომლებიც წააქეზებენ იმ ერთმუჭა ხალხს, რომელთაც არ ვერჩით, არცერთი მართლმადიდებელი არ ვერჩით არავის, წავიდნენ სადაც უნდათ, იქეიფონ, იზეიმონ, თუნდაც, მთაწმინდაზე, ეს ქუჩა დღეს მართლმადიდებლობას ეკუთვნის,“- განაცხადა მამა ელიზბარმა.
კომენტარები