0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სულ მალე, ჯეიმს ბლანტი თბილისს ესტუმრება და ვინ იმღერებს მასთან ერთად 26 მაისს?

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის”  ფარგლებში  თბილისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ესტუმრება. კონცერტზე, რომელიც  მიხეილ  მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების You’re Beautiful” და “Goodbye My Lover” შესრულებას ჰპირდება. ცნობილია, რომ ფესტივალზე ასევე მოწვეულია ჯგუფი - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა),  რომელიც  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას  მასპინძლობას კი, ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები  Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. 


„ჩვენ,ჯეიმს ბლანტს,როგორც შემსრულებელს ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ძალიან პოპულარულია სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ  არასდროს არ მიგვიღია კონცერტში მასთან ერთად მონაწილეობა და შესაბამისად, წარმატებული დღეს გველის 26 მაისს.  ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ მას პირადად შევხდებით და გავიცნობთ. ჩვენ დავუკრავთ ჩვენს სიმღერებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსული მსმენელი იცეკვებს და იმღერებს ძალიამ ბევრს! მათაგნ მივიღებთ ემოციებს და ჩვენს არ დავიშურებთ მათთვის! ჩვენ 2 საათიც შეგვიძლია რომ დავუკრავთ,მაგრამ შევასრულებთ 15-20 სიმღერას, თუ დრო დრო მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ჩვენ აუცილებლად დავუკრავთ ჩვენს ჰიტებს მათ შორისაა : push me to the floor, I’ll be there, stars fall down, colourful, overexposed, and giant mistake. ჩვენ კონცერტში მონაწილეობა მიგვიღია :   Snow Patrol, Coldplay, Blue October, Starsailor და  Ash - თან ერთად.  ასევე  გამოვსულვართ სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორიცაა Skrillex, Kings of Leon, Metallica, Good Charlotte და კიდევ სხვა ბევრ შემსრულებთან ერთად. შესანიშნავია,რომ ვიქნებით ასეთი მნიშვნელოვანი დღის ერთ-ერთი პატარა ნაწილი. საკამოდ ემოციურია! გვაქვს უდიდესი მოლოდინი. ერთად ვიზეიმოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი“, - აღნიშნავს ჯგუფი The Parlotones-ის შექმნის ისტორიაზე, შთაბეჭდილებებსა და მოსალოდნე ფესტივალზე გვესაურება ჯგუფის ვოკალისტი ქან მორბი.„26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ჩვენი რეპერტუარის შესრულება ძალიან დიდი პატივია. უპირველესად, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კონცერტზე მოვა ბევრი ისეთი მსმენელი,რომელმაც მანამდე შეიძლება საერთოდ არ იცოდა ჩვენი ჯგუფის შესახებ, თუ ვინ ვიყავით და  რა ჟანრის მუსიკას ვქმნიდით. ჩვენ გვაქვს 26 მაისს იმის შესაძლებლობა,რომ მსმენელს ჩვენი თავი წარვუდგინოთ და მაქსიმალურად ვასიამოვნოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის წარმატების საწინდარია მსგავსი სახის კონცერტებში მონაწილეობის მიღება. მით უფრო, ძალიან მნიშვნელოვანია,როდესაც მსოფლიო დონის მუსიკოსთან ერთად გვაქვს  კონცერტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა,“ - გვითხრა ჯგუფი  „The Young Georgian Lolitaz“    ვოკალისტმა და გიტარისტმა  ნიკა კოჩაროვმა.„ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში 26 მაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია.სასიამოვნოა ისიც, რომ შესაძლებლობა გვეძლევა  მსოფლიო დონის მუსიკოსთან - ჯეიმს ბლანთან ერთად, კონცერტში  მივიღოთ მონაწილეობა. გვინდა რაც შეიძლება მეტი ახალი სიმღერა შევასრულოთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელი ჩვენგან მუდმივ სიახლეს ელის, შესაბამისად, დღეს ახალ სიმღერებზეც ვმუშაობთ.ზოგადად მიმაჩნია, რომ  საკმაოდ კარგი  ტრადიცია დაინერგება - 26 მაისს მსოფლიო დონის  ვარსკვლავების  სტუმრობა ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც  ის არის, რომ  ჯგუფი მსმენელის წინაშე მაქსიმალურად მომზადებული წარსდგეს - ახალი რეპერტური, ბევრი ახალი მელოდია, რომელიც ტრადიციულად ჰიტად იქცევა. ამასთან,  ჩვენთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა, რადგამ ჯეიმს ბლანტთან ერთად ჩვენი რეპერტუარის შესრულების შესაძლებლობა მოგვეცა,“ - ამბობს  LOUDspeakers - ის სოლისტი ლევან ლაუდაძე. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და  26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს,  მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ  ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები