,,ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო.." - მაკა ზამბახიძე "X ფაქტორიდან" თავისი შვილის გავარდნას ეხმაურება
2018-05-15 17:23:41
„X ფაქტორში“ 4 სკამის ტურში ნანიკო ხაზარაძემ მაკა ზამბახიძის შვილი, სალომე ჩიტაზე ჯერ სკამზე დასვა და შემდეგ სხვა კონკურსანტით ჩაანაცვლა. ფაქტს მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ყველას,ვინც მომწერეთ, გაიზიარეთ და უგულშემატკივრეთ Salome Chitadze - ს უღრმესი მადლობა. მადლობა მენტორებს და განსაკუთრებით - დათო ევგენიძეს, რომელმაც ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა, რომ სალომემ იმღერა ურთულესი კომპოზიცია და კაცის ნამღერი უნიკალური სიმღერა აქცია ქალის ნამღერ ფანტასტიურ ვერსიად! რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელევიზიით ვერ მოვისმინე მაშინ,როდესაც ყველა ბავშვზე თითოეული მენტორის შეფასება სრულად იყო გაჟღერებული.
ჩანაცვლებებს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება როგორც მუსიკოსს, ამიტომ ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რომ შეფასება უნდა ხდებოდეს სიმღერის სირთულის და შესრულების ხარისხის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო მარიტა ცეცხლაძისა და სალომე ჩიტაძის პროექტიდან გამოთიშვა. P.S. სასურველია ასეთ პროექტებში ჟიური დაკომპმლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს! აქვე, წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, განსაკუთრებით კი "კატეგორია 17 წლამდე" მონაწილეებს."
მომღერალი მარიტა როხვაძე იუბილარია. მომღერალმა დაბადების დღე გრანდიოზულად, უამრავი სტუმრით აღნიშნა. წვეულებაზე მარიტას მისმა რჩეულმა ხელი სთხოვა. მომღერლის რჩეული ფიტნესს ქოუჩი დავით ტაბიძეა....
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი შვილი რამდენიმე საათის წინ შეეძინა. სამშობიაროსთან პირველ ვიდეოს ნოე სულაბერიძე აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ მაქაცარია სიხარულისგ...
ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთეუეი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ოსკაროსანი არტისტია მთელ ჰოლივუდში ნუცა ბუზალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჰეთეუეი აღნიშნავს, ნუცას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ...
მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის უკანონოდაა დაკავებული. დიასამიძის მოსაზრებით, „ამ უსამართლობის...
სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელებს ესაუბრება და ამბობს, რომ ბრენდებში ფულის დახარჯვა არ უყვარს: „არ მიყვარს ბრენდებში სასწაული თანხების დახარჯვა. მერე რომ მთელი თვე მშივრები...
სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა, ახლა რომ ლატარიაში ასი მილიონი მოიგოს: „ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, გავაკეთო ძალიან მაგარი ბავშვთა სა...
კომენტარები