1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი გახარია აქციაზე მივიდა

  შს მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით პარლამენტთან მიმდინარე აქციის ლიდერებს ხვდება. შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაცით, მას ბექა წიქარიშვილი და ვახუშტი მენაბდე ესწრებიან.

მზად ვარ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე, დავჯდეთ და აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

„თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის კითხვები, მე პირადად მზად ვარ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე. დავჯდეთ და აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, რამეთუ კარგად გვესმის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა გახარიამ. 
მინისტრის თქმით, „იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან მეორე მხრიდან არის გარკვეული შეკითხვები, მზად ვართ ადგილზე ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს“, - დასძინა გახარიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები