კრიმინალი
,,დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელები" - ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
2018-05-12 11:38:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი."
კომენტარები