მსოფლიო
"დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება!“
2018-05-10 14:57:13
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გუგული მაღრაძის მიერ ნათქვამ ფრაზას ეხმაურება, რომელმაც დიდი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია;
„აქ იმდენი სისულელე წავიკითხე სიღარიბეზე და სიმსუქნეზე, რომ აუცილებლად უნდა ვთქვა:
მთელი ჩემი ბავშვობა სიღარიბეში გავატარე. დედაჩემი და მამაჩემი ჯერ კიდევ მაშინ გავიდნენ პენსიაზე, როდესაც მე 12-13 წლის ვიყავი. არც მანამდე გვილხინდა, მაგრამ ყველას გახსოვთ რამდენი იყო პენსია 90-იან წლებში. ჩვენი სამსულიანი ოჯახის ძირითადი შემისავალი იყო დედაჩემის 14 ლარიანი პენსია და მამაჩემის ასვე 14 ლარიანი პენსია, ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო, იძულებული გახდა პროფილაქტიაში ყარაულად დაეწყო მუშაობა, სადაც თვეში 70 ლარს უხდიდნენ ანუ ჩვენი მთლიანი შემოსავალი თვეში 100 ლარს ძლივს აღწევდა ისიც არა ყოველთვის.
ეს 100 ლარი უნდა გვყოფნიდა, როგოეც საკვებზე, ისე გათბობაზე, დედაჩემის წამლებზე და ყველა სხვა იმ ხარჯზე, რომელიც ოჯახს აქვს. ასე გავატარეთ მთელი 90-იანები და გარწმუნებთ ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემა სიმსუქნე ნამდილად არ ყოფულა. ტკბილეულს მარტო მაშინ ვჭამდი, როცა ნათესავებთან, ან მეზობელთან მივიდოდი სტუმრად. სნიკერსი მაგალითად პირველად, მგონი 21-ე საუკუნეში ვჭამე, როცა უკვე უნივერსიტეტიც დამთავრებული მქონდა.
ასე რომ შეეშვით სისულელეების ბოდვას, რომ თურმე სიმსუქნე პირველ რიგში ღარიბების დაავადებაა.
თქვენ როგორც გატყობთ ღარიბი და საშუალო შემოსავლის ადამიანი ერთმანეთში გერევათ, ამიტომ არ გვინდა აქ ჭკვიანი სახეებით სისულელეების ლაპარაკი და ყველაფრის ექსპერტობა. დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება!“
კომენტარები