მთავარი თემა
დღეიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა იკრძალება
2018-05-01 13:00:24
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა, იკრძალება შენობა-ნაგებობებში.
წესების დამრღვევი დაწესებულება კი, პირველ ეტაპზე 500, ხოლოდ განმეორებით შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება.
პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევთ:
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის);
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
ამავე კანონის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დასაშვებია:
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;
თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;
წინასწარი დაკავების იზოლატორში;
კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;
სამორინეში;
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
"თამბაქოს შესახებ კანონი" პარლამენტმა მესამე მოსმენით გასულ წელს მიიღო. აღნიშნულ კანონშივე აღნიშნულია, რომ სიგარეტის მოწევა 2020 წლიდან სტადიონზეც აიკრძალება.
კომენტარები