სოც. მედია
“ვის უპირისპირდები? ბიჭს, რომელიც ქუჩაში მღერის, თავი რომ გაიტანოს?!”
2018-04-30 17:56:19
მაია ასათიანი დათო არჩვაძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საყვედურობს. დათო არჩვაძემ, „მხოლოდ ქართული“-ს დაწყებამდე პროექტის შესახებ დაწერა, კონსტანტინე კარალაძის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართული სიმღერის შესრულებას უკეთ ელოდა.
მაია ასათიანმა დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა:
„მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“ შენს სიმღერებს რომ აპიარებს, 10 წელი ყველა გადაცემაში სასურველი სტუმარი რომ ხარ, მათ შორის ერთ-ერთში ლამის რომ ცხოვრობდი, ცოტა უხერხული ხომ არაა, ამ არხის ახალ პროექტს საჯაროდ რომ ებრძვი, თან ვის უპირისპირდები? ბიჭს, რომელიც ქუჩაში მღერის,
თავი რომ გაიტანოს! სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!“
კომენტარები