მსოფლიო
"ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება" - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
2018-04-24 10:44:49
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„ჩვენ მადლობას ვუხდით სერჟ სარგსიანს აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრის განსაზღვრის პროცესი გამჭვირვალედ, სომხეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სერჟ სარგსიანი პარლამენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია. რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ის გუშინ თანამდებობიდან გადადგა.
კომენტარები