2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ამასთან, პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობილებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძესაც.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები