მსოფლიო
რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ ჯარისკაცების დაღუპვაზე დაწერა, ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა
2018-04-16 14:53:46
ეკატერინბურგში ჟურნალისტი, მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ რუსი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველად დაწერა, ფანჯრიდან გადავარდა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
შემთხვევა 13 აპრილს მოხდა, ბოროდინი თავისი ბინის ფანჯრიდან, მე-5 სართულიდაან გადავარდა, მძიმე დაზიანებები მიიღო და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა.
ბოროდინი საინფორმაციო სააგენტო „Новый день“-ში მუშაობდა, სააგენტოს მთავარი რედაქტორი ეჭვობს, რომ ეს შემთხვევითობა ან თვითმკვლელობა არ უნდა ყოფილიყო.
ბოროდინი ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანი იყო, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, 7 თებერვალს, კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლები დაიღუპნენ.
კომენტარები