მსოფლიო
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის მკვლელობაში დამნაშავეს ექვსჯერ უთხრეს განთავისუფლებაზე უარი
2018-04-16 11:42:32
ჩამოტვირთვა
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას დღეს გააკეთებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიფინგზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ისაუბრებს.
არსებული ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტმა გასულ წელს შეიწყალა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდო-ს კომისიამ ვეფხია ბაქრაძეს გათავისუფლებაზე ექვსჯერ უთხრა უარი.
მიზეზად დანაშაულის ხასიათი და მომავალში მისი განმეორებით ჩადენის რისკი დასახელდა.
„ჩავთვალეთ, რომ არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს რა კრიტერიუმებიც არის დადგენილი. დანაშაულის ხასიათი, ეს არის ის კრიტერიუმი, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საბჭო. ეს არის მისი წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ასევე დაწესებულებაში ქცევა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ვაფასებთ იმ საკითხს, რამდენად არსებობს რისკი, რომ განმეორებით იქნას ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყველა ჯერზე საბჭომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ.
კომენტარები