კულტურა
“გენატრება – დაურეკე!”-ტიბეტელი ბერების ცხოვრების ინსტრუქცია
2018-04-11 17:02:30
1. მოგწონს – უთხარი;
2. არ მოგწონს – ესეც უთხარი;
3. გენატრება – დაურეკე;
4. გაუგებარია – იკითხე;
5. გინდა შეხვედრა – დაპატიჟე;
6. რამე გინდა – სთხოვე;
7. არასოდეს იკამათო;
8. გინდა გაგიგონ – აუხსენი;
9. თუ დამნაშავე ხარ – მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი;
10. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა;
11. არ ეკონტაქტო სულელ ადამიანებს;
12. მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია;
13. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია;
14. სამყარო ბოროტი არ არის და არც კეთილი; მისთვის სულერთია, არსებობ თუ არა შენ;
15. შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო;
16. გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება;
17. ნუ დაიბოღმები;
18. გახსოვდეს, რომ არავისი არაფერი გმართებს;
19. გახსოვდეს, რომ შენი არავის არაფერი მართებს;
20. არ დაინანო დრო და ფული სამყაროს შეცნობისგან სიამოვნების მიღებაში;
21. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიე;
22. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების;
23. ქალებთან (პრინციპში, მამაკაცებთანაც), ისევე, როგორც ბავშვებთან, იყავი მომთმენი და დამთმობი;
24. ცუდ ხასიათზე მყოფმა გაიხსენე, რომ როცა ამქვეყნად აღარ იქნები, ესეც არ გექნება;
25. იცხოვრე დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არის, ხოლო ხვალ შეიძლება არც იყოს.
26. იცოდე, რომ დღევანდელი დღე – საუკეთესოა.
კომენტარები