მთავარი თემა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია
2018-04-04 14:04:13
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია. კენჭისყრა სხდომათ დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ოსიპოვას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი წავიდა.
ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს კი პარლამენტის 55-მა წევრმა გამოუცხადა მხარდაჭერა, 12-მა კი - მხარი არ დაუჭირა.
მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებდა, რომ ნინია კაკაბაძე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.
კომენტარები