კრიმინალი
ბათუმში მე-6 კლასის მოსწავლე დანით დაჭრეს
2018-04-02 17:10:10
ბათუმში მე-6 კლასის მოსწავლე დანით დაჭრეს. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ მოზარდს დაზიანება წვივის არეში აღენიშნება. ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრშია გადაყვანილი.
კომენტარები